საგარანტიო პირობები

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ საგარანტიო პირობებს.

საგარანტიო პერიოდი აითვლება ნივთის შეძენის დღიდან. შეძენილ ნივთზე ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, მაქსიმუმ 2 დღის ვადაში უნდა მიმართოთ იმ კონკრეტულ ადგილს, სადაც შეიძინეთ პროდუქცია (შოურუმი, ოფისი). თუ პროდუქცია ჩვენი კურიერის მიერ არის მოწოდებული თქვენს მისამართზე, ამ შემთხვევაში დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე — კომპანიის წარმომადგენელი მოგაწვდით ინფორმაციას ნივთის დაბრუნების ადგილის შესახებ.

დაბრუნებული ნივთი შემოწმდება და შეფასდება ტექნიკური ჯგუფის მიერ. თუ დადასტურდება ქარხნული წუნი (შეძენიდან 2 დღის ვადაში), მოხდება წუნდებული ნივთის ახლით ჩანაცვლება. 2 დღის გასვლის შემდგომ პროდუქცია ექვემდებარება შეკეთებას. საგარანტიო ვადის განმავლობაში შეკეთება უფასოა.

თუ ჩვენი კომპანიის მიერ ვერ ხერხდება ნივთის შეკეთება ოცდაათი (30) სამუშაო დღის განმავლობაში, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. თუ კონკრეტული მომენტისთვის შეუძლებელია ნივთის ანალოგიური მოდელით ჩანაცვლება, ხოლო მომხმარებელი უარს აცხადებს სხვა, მსგავსი ტექნიკური მონაცემების და ფასის მქონე მოდელით შეცვლაზე, მაღაზია იღებს ვალდებულებას, დააბრუნოს გადახდილი თანხა.

გარანტია არ ვრცელდება, თუ:

  • საგარანტიო ვადა გასულია
  • პროდუქციის კომპლექტაცია არ არის სრულყოფილი
  • დაზიანება გამოწვეულია ბუნებრივი მოვლენებით ან ელექტრო ქსელის გაუმართაობით
  • არასწორი ექსპლუატაცია ან ფიზიკური დაზიანება
  • მომხმარებლის თვითნებური, არაკვალიფიციური ჩარევა
  • გამყიდველის რეკომენდაციების უგულებელყოფა

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ინსტრუქციას, რომელიც ჩვენი ბრენდის ნებისმიერ პროდუქტს მოყვება. შეასრულეთ ინსტრუქციაში მოცემული ყველა რეკომენდაცია — და ჩვენი მაღალი ხარისხის ევროპული პროდუქცია ერთგულად და ხანგრძლივად მოგემსახურებათ!