ჩვენ შესახებ

We invent. You live.

INVENTOR წარმოადგენს ევროპულ ბრენდს, რომელიც სრულად ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

საქართველოს ბაზარზე INVENTOR-ის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი თაობის ევროპული პროდუქცია, რომელიც გათვლილია როგორც საცალო, ასევე კორპორატიული გაყიდვებისთვის.

პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის მიერ შექმნილი უმაღლესი ხარისხის ბრენდ პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის მრავალ ქვეყანაში.

INVENTOR ევროპულ ბაზარზე ყოფნის 50 წელზე მეტს ითვლის. ნახევარი საუკუნის განმავლობაში INVENTOR ქმნის მაღალი ხარისხის პროდუქციას და საუკეთესო სერვისს. INVENTOR-მა საერთაშორისო ბაზარზე თავი დაიმკვიდრა საოჯახო და საოფისე ელექტროტექნიკის სფეროში. უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, რომელიც გამოირჩევა დახვეწილი დიზაინით და ახალი თაობის სისტემებით, მუდმივი განახლების რეჟიმშია და დროსთან ერთად ვითარდება.

Inventor
50+წელი ევროპულ ბაზარზე
~150საერთაშორისო პარტნიორი
50+ქვეყანა
4მაღაზია საქართველოში

მოკლე ისტორია

საბერძნეთიდან — მსოფლიოში

  1. საბერძნეთის ბაზარზე წამყვანი მოთამაშის პოზიციის დაკავების შემდეგ, ძლიერი ბრენდით და საუკეთესო პროდუქციით, კომპანიამ საქმიანობა განავითარა საერთაშორისო ბაზრებზე.
  2. INVENTOR დღეს უკვე ამაყობს 150-მდე აქტიური საერთაშორისო პარტნიორით მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.
  3. მუდმივად მზარდმა საერთაშორისო გაყიდვებმა მენეჯმენტს მიაღებინა გადაწყვეტილება, რუმინეთში გაეხსნა შვილობილი კომპანია. ის გახდა ხიდი საერთაშორისო გაყიდვებს შორის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
  4. INVENTOR-ს ფილიალი დაემატა ჩინეთში, რათა განხორციელებულიყო პროდუქციის გაზრდილი რაოდენობით წარმოება და გლობალურ ბაზრებზე მასიური რეალიზება.
  5. კონდიციონერების და სხვა საოჯახო ტექნიკის უმსხვილესი მწარმოებლების მიერ შექმნილი INVENTOR-ის უმაღლესი კლასის პროდუქცია მაღალი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

საქართველოში

ოფიციალური წარმომადგენელი — „ჯიოსი“

Inventor-ის ოფიციალური წარმომადგენელია შპს „ჯიოსი“ (ს/კ 405 150 447) — კომპანია, რომელიც წლებია მუშაობს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემებზე. „ჯიოსი“ არაერთხელ გახდა წლის ლიდერი კომპანია, Inventor კი 2025 წელს „ოქროს ბრენდით“ დაჯილდოვდა.

ოქროს ბრენდი 2025

shop.inventor.ge

შეიძინეთ ონლაინ — მიტანით მთელ საქართველოში

ყველა პროდუქტი, აქტუალური ფასები და მარაგი — Inventor-ის ოფიციალურ ონლაინ მაღაზიაში.