Inventor Iria IR-WF-12L (თეთრი)

კომპაქტური ნესტის შემწოვი EcoDrive AI ტექნოლოგიით და Wi-Fi-ით

Inventor Iria IR-WF-12L (თეთრი)

  • ფართობი35 მ²-მდე
  • წარმადობა12 ლ/დღე
  • გარანტია5 წელი

აქტუალური ფასი, მარაგი და მიწოდების პირობები — shop.inventor.ge-ზე. კონსულტაცია: 599 307 417 · luka@inventor.ge

ძირითადი უპირატესობები

Inventor Iria კომპაქტური და პრაქტიკული ნესტის შემწოვია: ჰაერიდან შეიწოვს 12 ლიტრამდე ტენს დღე-ღამეში და განკუთვნილია 35 მ²-მდე ოთახისთვის. EcoDrive AI ტექნოლოგია აანალიზებს ოთახის ტემპერატურასა და ტენიანობას და ავტომატურად არეგულირებს მუშაობას — ენერგიის დაზოგვით 36%-მდე*. EcoDry რეჟიმი სწრაფად აშრობს ტანსაცმელს და გაშრობის შემდეგ აპარატს თავად თიშავს.

  • EcoDrive AI — ჭკვიანი შრობა, ენერგიის დაზოგვა 36%-მდე*
  • EcoDry — ტანსაცმლის გაშრობა ავტომატური გათიშვით
  • Wi-Fi — მართვა ტელეფონიდან, Inventor Control აპლიკაციით
  • ხმოვანი მართვა: Google Assistant, Amazon Alexa, Siri
  • ძილის რეჟიმი და 24-საათიანი ტაიმერი
  • Flash Dry — სწრაფი შრობა, ჰაერი უფრო თბილად იგრძნობა
  • უწყვეტი დრენაჟი სადრენაჟე მილით
  • ბორბლები მარტივი გადაადგილებისთვის
  • ბავშვთა დაცვა (ბლოკირება)
  • ფრეონის გაჟონვის აღმოჩენა და კომპრესორის დაცვა

* EcoDrive AI მაღალ სიჩქარეზე, ხელით რეჟიმთან შედარებით (35% სასურველი ტენიანობა, მაღალი სიჩქარე), იმავე პირობებში: 17 °C და 65% ტენიანობა, 60 წუთი.

ტექნიკური მახასიათებლები

მოდელიIR-WF-12L
ფერითეთრი
მართვაWi-Fi — ტელეფონის აპლიკაციით Inventor Control (Google Assistant, Amazon Alexa, Siri)
ტექნოლოგიაEcoDrive AI, EcoDry
წარმადობა12 ლ / 24 საათი
ოთახის ფართობი(საშუალო ტენიანობა 50 - 60%) 35 მ² - მდე
ენერგომოხმარება165 ვტ (26.7 °C, 60% ტენიანობა)
ხმაურის დონე39 დბ(A)
ჰაერის გამავალი მოცულობა(მაღალი / დაბალი) 110 / 80 მ³ / სთ
წყლის ავზის მოცულობა2.3 ლ
ზომები(სიმაღლე x სიგანე x სიღრმე) 405 x 290 x 200 მმ
წონა8.6 კგ
ფრეონის ტიპიR290
ოთახის ტემპერატურა5 °C - დან 35 °C - მდე
გარანტიასაყოფაცხოვრებო ობიექტები - 5 წელი / სამრეწველო - კომერციული ობიექტები - 3 წელი

მსგავსი მოდელები

ნესტის შემწოვები